ავტორიზაცია

L'Equipe: ბაიერნმა დემბელეს შთამბეჭდავი წინადადება გაუმზადა, პირობები ცნობილია

L'Equipe: ბაიერნმა დემბელეს შთამბეჭდავი წინადადება გაუმზადა, პირობები ცნობილია
თარიღი 17 მაი 2022, 17:28

"ბაიერნი" "ბარსელონას" თავდამსხმელ უსმან დემბელეს ხელში ჩაგდებას გეგმავს, რომელსაც კატალონიურ გრანდთან მოქმედი კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს ეწურება.

როგორც ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Equipe წერს, გერმანიის მოქმედ ჩემპიონს სურს "ბლაუგრანას" ცუდი ფინანსური მდგომარეობით ისარგებლოს და 25 წლის ფრანგს უკეთესი პირობები შესთავაზოს.

ასე და ამგვარად, მიუნხენელები მზად არიან დემბელეს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმონ და სეზონში ხელფასის სახით 18 მილიონი ევრო უხადონ.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "პსჟ" 2022 წლის იანვრიდან უსმანის აგენტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. თავის მხრივ, "ბარსას" თავისი ფეხბურთელის შენარჩუნება უნდა.

დემბელე "ბლაუგრანას" ღირსებას 2017 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 31 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.