დიბალა ინტერს უარით გაისტუმრებს და სხვა იტალიურ გუნდში გადავა - La Repubblica
როგორც იცით, გუშინ პაულო დიბალამ „იუვენტუსის" შემადგენლობაში უკანასკნელი საშინაო მატჩი ჩაატარა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
არგენტინელი შემტევი ტურინულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, რადგან მხარეებმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ მოილაპარაკეს.
აქტიურად იწერებოდა, რომ დიბალა კარიერას „იუვენტუსის" ისტორიული კონკურენტის, „ინტერის" შემადგენლობაში გააგრძელებს.
თუმცა, დღეს La Repubblica-მ განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა 28 წლის არგენტინელის მომავალთან დაკავშირებით.
თუ ხსენებულ წყაროს დავუჯერებთ, დიბალა „ინტერს" უარით გაისტუმრებს და კარიერას დედაქალაქურ „რომაში" გააგრძელებს, რომელსაც სათავეში ჟოზე მოურინიო უდგას.
ჯერჯერობით, აღნიშნული ინფორმაცია არცერთ სხვა ავტორიტეტულ გამოცემას არ დაუდასტურებია.