ავტორიზაცია

"სრულყოფილი ფორვარდია", - ბოატენგმა ბაიერნს ლევანდოვსკის შემცვლელი ურჩია

"სრულყოფილი ფორვარდია", - ბოატენგმა ბაიერნს ლევანდოვსკის შემცვლელი ურჩია
თარიღი 18 მაი 2022, 10:06

"ბაიერნის" ყოფილმა, ამჟამად კი "ლიონის" ცენტრალურმა მცველმა, ჟერომ ბოატენგმა მიუნხენურ გრანდს "ტოტენჰემის" ფორვარდის, ჰარი კეინის დამატება შესთავაზა.

გერმანელმა უკანახაზელმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვის შეუძლია რობერტ ლევანდოვსკის შეცვლა, რომელიც დიდი ალბათობით, ზაფხულში "რეკორდმაისტერს" დატოვებს.

"კეინის ხელში ჩაგდებას ვეცდებოდი. ეს ჩემი აზრია", - აცხადებს ბოატენგი Sky Sport Germany-სთან ინტერვიუში.

"ვფიქრობ, სრულყოფილი თავდამსხმელია, რომელსაც "ტოტენჰემში" მუდმივად გააქვს - კარგი გუნდია, მაგრამ არა მსოფლიო დონის".

"ბაიერნში" რომ ეთამაშა, ვფიქრობ, ბრწყინვალე შემცვლელი იქნებოდა. ყველაფერი კლუბზეა დამოკიდებული", - დასძინა 33 წლის მცველმა.