ავტორიზაცია

დი მარია თვლის, რომ პსჟ-მ უღალატა — რაზე შეთანხმდნენ გასულ ზამთარს კლუბი და ფეხბურთელი?

დი მარია თვლის, რომ პსჟ-მ უღალატა — რაზე შეთანხმდნენ გასულ ზამთარს კლუბი და ფეხბურთელი?
თარიღი 18 მაი 2022, 14:25

"პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობამ გუნდის გარემარბ ანხელ დი მარიასთან შეთანხმება დაარღვია, იტყობინება Le Parisien-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, ზამთარში ფრანგული კლუბი 34 წლის არგენტინელს დარჩენაზე სიტყვიერად შეუთანხმდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და დი მარიას ამ ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ შესთავაზა.

ანხელი კლუბის ასეთი დამოკიდებულებით აღშფოთებულია და ფიქრობს, რომ მას უღალატა. მიუხედავად ამისა, როგორც "პსჟ"-ში აცხადებენ, ფეხბურთელთან არანაირი შეთანხმება არ ჰქონია.

მოგეხსენებათ, დი მარია პარიზული კლუბის ღირსებას 2015 წლიდან იცავს და ამ დროის განმავლობაში გუნდთან ერთად 19 ტიტული მოიგო.

2021/22 წლების სეზონში გამოცდილმა არგენტინელმა ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს ღირსება 30 მატჩში დაიცვა, 4 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.