ავტორიზაცია

ბევრად იაფფასიანი ვარიანტი — იუვენტუსის ხელმძღვანელობამ დიბალას შემცვლელს მიაგნო

ბევრად იაფფასიანი ვარიანტი — იუვენტუსის ხელმძღვანელობამ დიბალას შემცვლელს მიაგნო
თარიღი 18 მაი 2022, 15:31

"იუვენტუსის" ხელმძღვანელობამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა "ატალანტას" თავდამსხმელი, ლუის მურიელი დაიმატოს.

როგორც Tyc Sports-ი იტყობინება, La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ტურინელები ბერგამოელთა შემტევს პაულო დიბალას შემცვლელად განიხილავენ, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

31 წლის კოლუმბიელის ტრანსფერი 22 მილიონ ევროდ ფასდება, მაგრამ "იუვე" მის ხელში ჩაგდებას იაფად გეგმავს, რადგან "ატალანტასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ერთ წელიწადში ეწურება.

ცნობისთვის, მურიელს არაერთ იტალიურ კლუბში უთამაშია - "უდინეზეში", "ლეჩეში", "სამპდორიასა" და "ფიორენტინაში".

2021/22 წლების სეზონში გამოცდილმა სამხრეთამერიკელმა ფორვარდმა ყველა ტურნირზე ერთად "ატალანტას" ღირსება 39 მატჩში დაიცვა, 14 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.