იუვენტუსი კიელინის შემცვლელზე მუშაობას შეუდგა და ორი ვარიანტი შეარჩია
"იუვენტუსის" ხელმძღვანელობა ჯორჯო კიელინის კლუბიდან წასვლის დადასტურების შემდეგ ახალ ცენტრალურ მცველს ეძებს.
როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, ტურინული გრანდი გაბრიელისა ("არსენალი") და კალიდუ კულიბალის ("ნაპოლი") ვარიანტებს განიხილავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნეაპოლელთა უკანახაზელისთვის ბრძოლაში "ბებერ ქალბატონს" სერიოზული კონკურენტი ეყოლება - 30 წლის სენეგალელის ხელში ჩაგდება "ბარსელონასაც" სურს.
აქამდე, "იუვენტუსი" "ჩელსის" მცველის, ანტონიო რუდიგერის კანდიდატურაზეც ფიქრობდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა "რეალში" გადასვლა გადაწყვიტა.
მოგეხსენებათ, კიელინი, რომელსაც "ბიანკონერისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებდა, ამ ზაფხულს მიდის.
37 წლის იტალიელმა უკანახაზელმა 2021/22 წლების სეზონში "იუვენტუსის" მაისურით 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა.