ავტორიზაცია

"უკან დასახევი გზა აღარ არის, ჩემი მოთმინება დამთავრდა", - სიმეონე ყოფილ მეუღლეს სასამართლოში უჩივის

"უკან დასახევი გზა აღარ არის, ჩემი მოთმინება დამთავრდა", - სიმეონე ყოფილ მეუღლეს სასამართლოში უჩივის
თარიღი 18 მაი 2022, 16:30

"ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე ყოფილ მეუღლეს, კაროლინა ბალდინის სასამართლოში უჩივლებს, წერს La Nacion-ი.

არგენტინელი სპეციალისტის ამ გადაწყვეტილების მიზეზად ექს-ცოლის ტელევიზიაში გამოჩენა გახდა, სადაც ოჯახზე და ყოფილ ქმართან განშორების დეტალებზე ისაუბრა.

"დავიღალე იმით, რასაც ყველას გასაგონად ამბობს. კარგად იცის, რომ არასოდეს მილაპარაკია იმაზე, რაც მოხდა და როგორი ზიანი მომაყენა. მიუხედავად ამისა, ისე აგრძელებს საუბარს, თითქოს არავის არაფერი ახსოვს".

"დავიღალე შვილებზე ზრუნვისა და ამ ყველაფრისგან მათი დაცვის მცდელობებით. უკან დასახევი გზა აღარ არის. ოჯახური კოდექსი დაარღვია, ჩემი მოთმინება დამთავრდა", - აღნიშნა "ჩოლომ".

ცნობისთვის, სიმეონე და ბალდინი 1994 წელს დაქორწინდნენ და 2014 წელს გაშორდნენ. ყოფილ ცოლ-ქმარს სამი საერთო შვილი ჰყავს.