ავტორიზაცია

ლაპორტა: "დემბელეს ბარსელონაში დარჩენა უნდოდა, მაგრამ ახლა სხვა ვარიანტები იზიდავს"

ლაპორტა: "დემბელეს ბარსელონაში დარჩენა უნდოდა, მაგრამ ახლა სხვა ვარიანტები იზიდავს"
თარიღი 18 მაი 2022, 16:40

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ კატალონიური გუნდის გარემარბის, უსმან დემბელეს მომავალზე ისაუბრა.

"დემბელეს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ახალი შეთავაზება გავუკეთეთ და პასუხს მომდევნო კვირაში ველოდებით", - ციტირებს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელის სიტყვებს Catalunya Radio.

"უსმანს "ბარსელონაში" დარჩენა უნდოდა, მაგრამ ახლა სხვა ვარიანტები იზიდავს, რომლებიც მისთვის უკეთესია", - დასძინა ლაპორტამ.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ფრანგისადმი ინტერესს "პარი სენ ჟერმენი" და მიუნხენის "ბაიერნი" იჩენენ.

შეგახსენებთ, დემბელე "ბარსას" ღირსებას 2017 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 31 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი პასი გააკეთა.