ავტორიზაცია

ბეილის აგენტი: "გარეტის კარიერაში მომდევნო ნაბიჯი არა ფულს, არამედ იმას უკავშირდება, რაც თავად სურს"

ბეილის აგენტი: "გარეტის კარიერაში მომდევნო ნაბიჯი არა ფულს, არამედ იმას უკავშირდება, რაც თავად სურს"
თარიღი 18 მაი 2022, 16:56

"რეალის" თავდამსხმელის, გარეტ ბეილის აგენტმა, ჯონათან ბარნეტმა უელსელი სუპერვარსკვლავის მომავალზე განცხადება გააკეთა.

"გარეტის კარიერაში მომდევნო ნაბიჯი ფულთან არაფერ შუაშია, იმას უკავშირდება, რაც თავად სურს. ყველა საკითხს ივნისში უელსის ნაკრების მატჩების შემდეგ განვიხილავთ", - ციტირებს აგენტის სიტყვებს Wales Online.

"შესაძლებელია თუ არა "კარდიფში" დაბრუნება? ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერჯერობით შემოთავაზებები არ გვაქვს, მაგრამ "კარდიფის" ვარიანტს ბევრი პლიუსი აქვს. ბეილი იქიდანაა, იქ მისი ნათესავები ცხოვრობენ".

"ჩემი თვალსაზრისით, ეს საკამათო ვარიანტია, მაგრამ ახლა ჩემს აზრს გამოვხატავ და არა გარეტის. მასთან ამ საკითხზე ჯერ არ მისაუბრია", - დასძინა ბარნეტმა.

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, 32 წლის ფეხბურთელი ზაფხულში "რეალს" დატოვებს, მადრიდულ გრანდთან მას კონტრაქტის ვადა ეწურება.

მიმდინარე სეზონში ბეილმა ყველა ტურნირზე ერთად "სამეფო კლუბის" მაისურით მხოლოდ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი შეაგდო.