ავტორიზაცია

ლაპორტა ბარსელონადან დე იონგის შესაძლო წასვლაზე გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება

ლაპორტა ბარსელონადან დე იონგის შესაძლო წასვლაზე გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება
თარიღი 18 მაი 2022, 17:20

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ კატალონიური გრანდიდან ნახევარმცველ ფრენკი დე იონგის შესაძლო წასვლაზე გავრცელებულ ცნობებზე განცხადება გააკეთა.

"არ ვიცი, გავუშვებთ თუ არა წამყვან მოთამაშეებს. თუ რაღაც გარიგებებს გავჩარხავთ... შესაძლოა, ეს არც დაგვჭირდეს. ამჟამად ჩვენთვის პრიორიტეტი კლუბის ფინანსური მდგომარეობაა. კლუბისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - ციტირებს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელის სიტყვებს Catalunya Radio.

როგორც აქამდე დაიწერა, 25 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველისადმი ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" იჩენენ.

შეგახსენებთ, დე იონგი "ბარსამ" 2019 წელს "აიაქსიდან" დაიმატა. მიმდინარე სეზონში ფრენკიმ ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 ასისტიც მიითვალა.