ავტორიზაცია

კიელინი ახალ გუნდს უახლოვდება — იტალიური მედია

კიელინი ახალ გუნდს უახლოვდება — იტალიური მედია
თარიღი 18 მაი 2022, 17:31

"იუვენტუსის" კაპიტანი, ჯორჯო კიელინი, რომელიც ზაფხულში ტურინს დატოვებს, "ლოს ანჯელესში" გადასვლასთან არის ახლოს.

კალიფორნიული კლუბის წელიწადნახევრიანი კონტრაქტი 37 წლის იტალიელისთვის MLS-იდან ერთადერთი კონკრეტული ვარიანტია.

კიელინის ტრანსფერს "ინტერ მაიამი" და "ტორონტოც" განიხილავენ, მაგრამ ეს კლუბები მხოლოდ ინტერესს იჩენენ, წერს Football Italia, ჟურნალისტ ალფრედო პედულას ინფორმაციაზე დაყრდნობით.

"ლოს ანჯელესში" გადასვლას შესაძლოა იმ ფაქტმაც შეუწყოს ხელი, რომ ამ ქალაქში ჯორჯოს ყოფილი თანაგუნდელი, ალესანდრო დელ პიერო ცხოვრობს.

ცნობისთვის, კიელინიმ 2021/22 წლების სეზონში "იუვენტუსის" მაისურით 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა.