ავტორიზაცია

"საკმაოდ მამაცია, დამალვა აღარ უნდოდა", - კლოპი ფეხბურთელზე, რომელმაც აღიარა, რომ გეია

"საკმაოდ მამაცია, დამალვა აღარ უნდოდა", - კლოპი ფეხბურთელზე, რომელმაც აღიარა, რომ გეია
თარიღი 18 მაი 2022, 17:40

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა "ბლექპულის" ფეხბურთელს, ჯეიკ დენიელსს მხარი დაუჭირა, რომელმაც ქამინგ აუთი გააკეთა.

17 წლის ნახევარმცველი გახდა პირველი პროფესიონალი ბრიტანელი ფეხბურთელი, რომელმაც აღიარა, რომ გეია.

"ფანტასტიკურია, საკმაოდ მამაცია. როცა დავინახე, როგორ საუბრობდა ამის შესახებ, ვერ დავიჯერე, რომ 17 წლის არის. აშკარად ზრდასრულია. მთელი საფეხბურთო საზოგადოება დაუჭერს მხარს, რითაც შესაძლებელი იქნება, ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ".

"ძალიან მომეწონა მისი მოხსენება. საკუთარ სიტყვებში მართალი იყო. დამალვა აღარ უნდოდა. კარგია. ეს არის ყველაზე სწორი გზა ასეთი რაღაცის გასაჯაროვებლად".

"არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან ვამაყობ. მნიშვნელოვანი ნაბიჯია. 2022 წელია. სიგიჟეა, რომ ასეთი აღიარება სენსაციად აღიქმება, მაგრამ სწორი მიმართულებით მივდივართ", - ციტირებს კლოპის სიტყვებს Goal.com-ი.