ავტორიზაცია

"ბარსასთან მოლაპარაკებები არასოდეს გაგვიმართავს", - მბაპეს ოჯახი ლაპორტას განცხადებას გამოეხმაურა

"ბარსასთან მოლაპარაკებები არასოდეს გაგვიმართავს", - მბაპეს ოჯახი ლაპორტას განცხადებას გამოეხმაურა
თარიღი 18 მაი 2022, 18:02

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელს, კილიან მბაპეს "ბარსელონას" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები არ გაუმართავს.

გუშინ, 23 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავზე საუბრისას, კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ თქვა: "ბარსა" არასდროს გაუფორმებს კონტრაქტს იმ ფეხბურთელს, რომელიც 50 მილიონ ევროიან ხელფასს ითხოვს".

მბაპეს გარემოცვა და ოჯახი ამ განცხადებას უარყოფენ. უფრო მეტიც, როგორც განაცხადეს, არც "ბარსასთან" და არც ლაპორტასთან ჰქონიათ კონტაქტი.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, კილიანი რამდენიმე დღეში გამოაცხადებს, თუ სად გააგრძელებს კარიერას. დიდი ალბათობით, იგი "რეალს" შეუერთდება.

მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს მაისურით 44 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა. კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მას ამ ზაფხულს ეწურება.