ავტორიზაცია

ლა ლიგის პრეზიდენტი: "მბაპე ლა ლიგაში? რონალდუს მისვლამ სერია ა კი არ გააძლიერა, პირიქით - დაასუსტა"

ლა ლიგის პრეზიდენტი: "მბაპე ლა ლიგაში? რონალდუს მისვლამ სერია ა კი არ გააძლიერა, პირიქით - დაასუსტა"
თარიღი 18 მაი 2022, 22:00

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა, კილიან მბაპეს „რეალში“ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

„თუ მბაპე გადმოვა, მე კი მგონია, რომ ეს აუცილებლად მოხდება, ეს მთელ ლიგაზე დადებითად აისახება.

მაგრამ, იტალიას მოვიყვან მაგალითად: თუ ცალკეული ფეხბურთელების მოსვლას არ ახლავს პროექტის იმპულსური განვითარებაც, მაშინ ეს უაზრობაა.

სერია ა-მ დიდი საგადასახადო მხარდაჭერა მიიღო, როცა სახელმწიფომ უცხოელებისთვის გადასახადების სისტემა შეცვალა, ამით მათ კრიშტიანუ რონალდუს და სხვა ცნობილი ფეხბურთელების მიწვევა შეძლეს.

თუმცა, სერია ა ამით კი არ გაიზარდა, პირიქით, დასუსტდა. იტალიური შემთხვევა ამტკიცებს, რომ ცალკეული ფეხბურთელები არ არის საკმარისი, ჩვენ ადეკვატური მმართველობითი გადაწყვეტილებები გვჭირდება, რომლებიც პროექტის ზრდას გამოიწვევს.

მათ შეუძლიათ ჰოლანდი, მბაპე ან ორივე ერთად დაიმატონ, მაგრამ მოდელის გარეშე ეს ნამდვილად აზრს მოკლებულია.“ - აღნიშნა ტებასმა.