ავტორიზაცია

დეტალებიც გარკვეულია — იუვენტუსმა პოგბას შეთავაზება გაუკეთა, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა

დეტალებიც გარკვეულია — იუვენტუსმა პოგბას შეთავაზება გაუკეთა, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა
თარიღი 19 მაი 2022, 11:09

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, პოლ პოგბა "იუვენტუსის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა Goal.com-ი წერს, იტალიურმა გრანდმა ფრანგ სუპერვარსკვლავს 3-წლიანი კონტრაქტი და სეზონში 7,5 მილიონ ევროიანი ხელფასი შესთავაზა. ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია სხვადასხვა ბონუსიც.

აღინიშნება, რომ პოგბა 11-მილიონიან ანაზღაურებას ითხოვს. ფეხბურთელის მოთხოვნასა და "იუვეს" წინადადებას შორის არსებული ასეთი სხვაობა პრობლემებს ქმნის.

შეგახსენებთ, პოლი 2012 წლიდან 2016 წლამდე სწორედ "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა და გუნდთან ერთად 9 ტიტული მოიგო.

2021/22 წლების სეზონში 29 წლის სუპერვარსკვლავმა "ემიუს" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 27 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა.