ავტორიზაცია

ცენტრალური მცველი, ორი ნახევარმცველი, ფორვარდი — ტენ ჰაგი სატრანსფერო გეგმებს უკვე აწყობს

ცენტრალური მცველი, ორი ნახევარმცველი, ფორვარდი — ტენ ჰაგი სატრანსფერო გეგმებს უკვე აწყობს
თარიღი 19 მაი 2022, 11:25

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრალური მცველის ყიდვა სურს.

როგორც The Telegraph-ი იტყობინება, ჰოლანდიელი სპეციალისტის სამიზნეთა სიაში "აიაქსის" უკანახაზელი, ლისანდრო მარტინესიცაა მოხვედრილი.

24 წლის არგენტინელს ტენ ჰაგის ტაქტიკისთვის, რომელსაც სწრაფი მცველები იზიდავს, იდეალურ ფეხბურთელად თვლიან. სავარაუდოდ, ამსტერდამული კლუბი მინიმუმ 30 მილიონ ევროს მოითხოვს.

გარდა ამისა, "ემიუს" ახალი დამრიგებელი "აიაქსის" კიდევ ერთი ცენტრალური მცველის, 20 წლის იურიენ ტიმბერის დიდი თაყვანისმცემელია.

იდეალურ შემთხვევაში, ტენ ჰაგს სურს, რომ კლუბმა სწრაფი ცენტრბეკი მოუყვანოს. პრიორიტეტთა შორის ორი ნახევარმცველიცაა, კერძოდ, "ექვსიანის" პოზიციაზე მოქმედი ფეხბურთელი და შეტევების აგების მცოდნე მოთამაშე. ამ პოზიციაზე "ემიუ" ფრენკი დე იონგს ("ბარსელონა") განიხილავს.

ამასთანავე, ტენ ჰაგს თავდამსხმელის ყიდვაც უნდა, მაგრამ ეს ტრანსფერი კლუბის ბიუჯეტზე იქნება დამოკიდებული, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა. აღნიშნულ პოზიციაზე "ემიუსთვის" ყველაზე აშკარა ვარიანტი დარვინ ნუნიესია ("ბენფიკა").

ასე და ამგვარად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედისგან" ბევრ სიურპრიზს უნდა ველოდოთ.