ავტორიზაცია

ვერატი: "ვაღებინე, როცა დავინახე შეტყობინება იმის შესახებ, რომ მბაპე მადრიდში იყო"

ვერატი: "ვაღებინე, როცა დავინახე შეტყობინება იმის შესახებ, რომ მბაპე მადრიდში იყო"
თარიღი 19 მაი 2022, 12:58

"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველი, მარკო ვერატი კლუბიდან თავდამსხმელ კილიან მბაპეს შესაძლო წასვლას გამოეხმაურა.

"რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, კლუბზე გავლენას მოახდენს. ამჟამად პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ამიტომაც ყველას გვინდა, რომ დარჩეს".

"თუმცა, როცა ამ თემაზე ველაპარაკები, ამას ხუმრობით ვაკეთებ. როდესაც ფეხბურთში გონებაში რაღაც გაქვს, შენს გადაწყვეტილებაზე არ საუბრობ. ეს მისი გადაწყვეტილებაა და მეც თქვენსავით ველოდები".

"როცა დასვენების დღე მქონდა და დავინახე შეტყობინება იმის შესახებ, რომ კილიანი მადრიდში იყო, ვაღებინე (იცინის). ამის შემდეგ მითხრა: "არ ინერვიულო, შვებულებასი ვიყავიო". ყველა ველოდებით იმ მომენტს, როცა ყველაფერს გავიგებთ".

იმაზე, აძლევს თუ არა მბაპეს რჩევებს

"არა, რადგან იცის, რასაც ვფიქრობ. კარგი მრჩეველი არ ვიქნებოდი, ყოველ შემთხვევაში, არაობიექტური. ვიფიქრებდი არა მის სასიკეთოდ, არამედ ყველას სასიკეთოდ აქ, პარიზში", - თქვა იტალიელმა Le Parisien-თან ინტერვიუში.