ავტორიზაცია

დემბელეს მსურველთა სიაში მატებაა — ბრძოლაში კიდევ ერთი ევროპული გრანდი ერთვება

დემბელეს მსურველთა სიაში მატებაა — ბრძოლაში კიდევ ერთი ევროპული გრანდი ერთვება
თარიღი 19 მაი 2022, 13:18

"ბარსელონას" გარემარბმა, უსმან დემბელემ "ჩელსის" ყურადღება მიიპყრო, იტყობინება ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ფრანგი ლონდონური კლუბის პოტენციურ ახალწვეულთა სიაშია.

"არისტოკრატების" მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი და დემბელე, რომლებიც თავის დროზე "დორტმუნდში" ერთად მუშაობდნენ, ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ.

მიუხედავად ამისა, შესაძლოა, ტრანსფერს ხელი უსმანის მაღალმა ფინანსურმა მოთხოვნებმა შეუშალოს.

მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" გარემარბმა ყველა ტურნირზე ერთად 31 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.