ავტორიზაცია

ვერატი: "ბარსელონას ქამბექი ყველაზე დიდი უსამართლობა იყო, რომელსაც პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე წააწყდა"

ვერატი: "ბარსელონას ქამბექი ყველაზე დიდი უსამართლობა იყო, რომელსაც პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე წააწყდა"
თარიღი 19 მაი 2022, 13:35

"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ "ბარსელონასთან" 2017 წელს განცდილი მარცხი გაიხსენა.

მოგეხსენებათ, პარიზელებმა კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩში 4:0 დაამარცხეს, თუმცა საპასუხოში 1:6 განადგურდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.

"ყველაზე დიდი უსამართლობა ჩემპიონთა ლიგაზე, რამაც "პსჟ"-ს ზიანი მიაყენა? "ბარსელონას" ქამბექი", - აცხადებს იტალიელი Le Parisien-თან ინტერვიუში.

"სხვა მსაჯთან და VAR-თან ერთად ამ ანგარიშით არასოდეს წავაგებდით. ეს ყველაზე დიდი უსამართლობაა, რომელსაც წავაწყდით, რთული იყო", - დასძინა ვერატიმ.

ცნობისთვის, იმ შეხვედრის მთავარი არბიტრი გერმანელი დენიზ აიტეკინი გახლდათ.