ავტორიზაცია

"რონალდუ მანჩესტერისთვის ძალიან სასარგებლოა, მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია", - არსენალის ექს-მცველი

"რონალდუ მანჩესტერისთვის ძალიან სასარგებლოა, მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია", - არსენალის ექს-მცველი
თარიღი 19 მაი 2022, 13:44

"არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი, ნაიჯელ უინთერბერნი ფიქრობს, რომ კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედის" დახმარება კიდევ შეუძლია.

"ემიუ" რონალდუს ერთი სეზონისთვის არ დაიმატებდა, შემდეგ კი სწრაფად მოიშორებდა. ეს არ მოხდება. კრიშტიანუ ჯერ კიდევ ძალიან სასარგებლოა გუნდისთვის და ამას გოლების სტატისტიკაც ამტკიცებს. ასაკი მისთვის მხოლოდ ციფრებია".

"უდიდესი გამოცდილება აქვს, შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, თუ "ემიუ" შემადგენლობის გაახალგაზრდავების გზას გაჰყვება. შეუძლია იყოს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იმუშაო ვარჯიშებსა და მატჩებში, შეუძლია ახსნას, რას ნიშნავს გამარჯვება და მარცხი. თუ ამ როლის მორგება შეუძლია, მაშინ, სავარაუდოდ, ცოტას ითამაშებს".

"არ მიკვირს, რომ დღემდე "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობს. როცა გუნდში ასეთი დონის მოთამაშე გყავს, უნდა გამოიყენო და სწორი სათამაშო სისტემა შეარჩიო. მჯერა, მომავალ სეზონში "ემიუში" მისი ადგილი მოიძებნება. ასაკი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მენტალიტეტი, ვნება", - ციტირებს "არსენალის" ექს-მცველის სიტყვებს Paddy Power-ი.

შეგახსენებთ, 37 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "მანჩესტერ იუნაიტედში" გასულ ზაფხულს "იუვენტუსიდან" დაბრუნდა და 2023 წლის 30 ივნისამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.