ავტორიზაცია

შერინგემი: "კეინი კონტეს ტოტენჰემში უფრო მოიგებს ტიტულებს, ვიდრე მანჩესტერ იუნაიტედში"

შერინგემი: "კეინი კონტეს ტოტენჰემში უფრო მოიგებს ტიტულებს, ვიდრე მანჩესტერ იუნაიტედში"
თარიღი 19 მაი 2022, 13:57

"ტოტენჰემისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ტედი შერინგემმა "დეზების" ფორვარდ ჰარი კეინსი მიმართ "ეშმაკუნების" ინტერესზე განცხადება გააკეთა.

"იუნაიტედის" გულშემატკივარი რომ იყო, შენს გუნდში კეინის ხილვას ისურვებდი. თუ ჰარი კეინი ხელმისაწვდომია, ვფიქრობ, მსოფლიოს ყველა კლუბი მოინდომებდა მის შეძენას".

"მანჩესტერ იუნაიტედი" ბაზარზე დიდი ფეხბურთელების იერარქიაში ეშვება, თუმცა, მიუხედავად ამისა, კვლავ უდიდესი კლუბია. თუ ისინი დარეკავენ, უარის თქმა რთული იქნება".

"ვფიქრობ, საქმე მწვრთნელებშია, რომლებიც სათავეში იქნებიან და იმაში, სწორი მიმართულებით გატარებენ თუ არა. ჩემი აზრით, "მანჩესტერ იუნაიტედში" ტენ ჰაგს ძალიან გაუჭირდება ნავის სწორი მიმართულებით წაყვანა".

"ვიტყოდი, რომ ახლა ტიტულების მოგების შანსები "ტოტენჰემს" უფრო აქვს. დიდი ალბათობით, კეინი კონტეს "ლივერპულში" უფრო მოიგებს რაღაცას, ვიდრე ამჟამინდელ "ემიუში", - ციტირებს შერინგემის სიტყვებს Mirror-ი.