დიდი მატჩი ბარსელონას წინააღმდეგ! - ქართველი ფეხბურთელი ALL STAR-ში ითამაშებს
24 წლის ქართველი ფორვარდი ბექა მიქელთაძე ავსტრალიური ლიგის ALL STAR-ში მოხვდა.
მიქელთაძე წელს "ნიუკასლ ჯეტსის" რიგებში გამოდიოდა და გუნდში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.
მან წელს ავსტრალიური გუნდის მაისურით 24 შეხვედრა ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
საჩვენებელი შეხვედრა კატალონიის "ბარსელონასა" და ავსტრალიის ჩემპიონატის გამორჩეულ ფეხბურთელებს შორის, 25 მაისს შედგება.