მანჩესტერმა ბარსელონას აცნობა, რომ დე იონგის სანაცვლოდ მოთხოვნილ თანხას ვერ გადაუხდის

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის სანაცვლოდ მოთხოვნილ თანხას ვერ გასწვდება.
კატალონიური გრანდი ჰოლანდიელში 65 მილიონ ფუნტს (დაახლოებით 75 მლნ ევრო) ითხოვს - იმდენს, რამდენიც 2019 წელს "აიაქსს" გადაუხადა.
თუმცა, როგორც Daily Mail-ი იტყობინება, "ეშმაკუნებმა" "ბარსასა" და დე იონგის წარმომადგენლებს აცნობა, რომ ზემოთნახსენები თანხა ზედმეტად ბევრია, ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისთვის მათ მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი. მხარეები ჯერ შორს არიან კომპრომისისგან.
ფრენკის "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში 25 წლის ჰოლანდიელმა ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.