ავტორიზაცია

პოგბამ სიტისთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა, მაგრამ საბოლოოდ ტრანსფერზე უარი თქვა - რა გახდა ამის მიზეზი?

პოგბამ სიტისთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა, მაგრამ საბოლოოდ ტრანსფერზე უარი თქვა - რა გახდა ამის მიზეზი?
თარიღი 19 მაი 2022, 21:55

„მან იუნაიტედის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ „მან სიტიში“ გადასვლაზე უარი თქვა.

The Times-ის ინფორმაციით, ფრანგმა ფეხბურთელმა გვარდიოლას გუნდთან პირადი კონტრაქტის დეტალებიც კი შეათანხმა და გადასვლა უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლო, რადგან სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება.

თუმცა, საბოლოო ჯამში ფრანგმა „სიტიში“ გადასვლაზე უარი თქვა, რადგან ფიქრობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივრები მანჩესტერში მის ცხოვრებას შეუძლებეს გახდიან.

შედეგად, ორი კვირის წინ პოგბამ „ქალაქელებს“ შეატყობინა, რომ „იუნაიტედიდან“ წასვლის შემთხვევაში, კარიერას პრემიერ ლიგის ფარგლებს გარეთ გააგრძელებს.

ყველაზე აქტიურად ბრიტანეთს გარეთ პოგბათი „იუვენტუსი“ და „პსჟ“ ინტერესდებიან.