ავტორიზაცია

"ჩემი წასვლის ლოდინი კიდევ დიდხანს მოგიწევთ", - მოურინიომ საკუთარი თავი ანჩელოტის შეადარა

"ჩემი წასვლის ლოდინი კიდევ დიდხანს მოგიწევთ", - მოურინიომ საკუთარი თავი ანჩელოტის შეადარა
თარიღი 19 მაი 2022, 22:26

„რომას“ მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, საკუთარი თავი „რეალის“ დამრიგებელ ჟოზე მოურინიოს შეადარა.

„ვფიქრობ, ანჩელოტის შემთხვევაში პრობლემა იმაშია, რომ „ევერტონის“ მწვრთნელობისას, ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებ.

რაც შემეხება მე, ხალხი დარწმუნებული იყო, რომ ტიტულების მოგება მხოლოდ ახალი გუნდებით შემიძლია, მაგრამ არა იმათთან, რომლებთან ერთადაც ხალხი ჩემგან თასებს ყველაზე მეტად ელის.

თუმცა, ასეთი მიდგომა გასაგებია, როცა მთელი კარიერაა იმარჯვებ. პირადად მე არ მაღელვებს ის, რომ უპირატესობას დღეს ახალგაზრდა მწვრთნელებს ანიჭებენ. მე და კარლო - ის მწვრთნელები ვართ, რომლებიც თავად გადაწყვეტენ, როდის უნდა წავიდნენ.

ვშიშობ, ხალხს ჩემი წასვლის ლოდინი კიდევ დიდხანს მოუწევს.“ - ციტირებს ჟოზეს სიტყვებს The Telegraph.