ავტორიზაცია

ზაფხულში მანჩესტერი გუნდის ორი მცველის გაყიდვას შეეცდება - ფაბრიციო რომანო

ზაფხულში მანჩესტერი გუნდის ორი მცველის გაყიდვას შეეცდება - ფაბრიციო რომანო
თარიღი 19 მაი 2022, 23:46

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზაფხულში ორი მცველის გასხვისებას შეეცდება.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „იუნაიტედი“ გუნდიდან ერიკ ბაილის და აარონ ვან-ბისაკას გაშვებას ეცდება. 

თუმცა, ორივე ამ ფეხბურთელის მომავალი დამოკიდებულია შემოთავაზებების ხარისხზე, რომელსაც გუნდი პოტენციური მსურველებისგან მიიღებს.

ბაილი „იუნაიტედში“ 2016 წელს „ვილიარეალიდან“ 38 მლნ ევროდ გადავიდა და გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, ვან-ბისაკა კი „ემიუში“ 2019 წლიდან ირიცხება, სადაც „კრისტალ პალასიდან“ 55 მილიონად გადაბარგდა.