ავტორიზაცია

პსჟ თუ იუვენტუსი? — პოგბასთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოკვეთილია

პსჟ თუ იუვენტუსი? — პოგბასთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოკვეთილია
თარიღი 20 მაი 2022, 12:26

"იუვენტუსის" ხელმძღვანელობის აზრით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ პოლ პოგბასთვის ბრძოლაში "პარი სენ ჟერმენზე" მეტი შანსი აქვს.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, პარიზელები ფრანგ სუპერვარსკვლავს ბევრად უკეთეს კონტრაქტს სთავაზობენ, მაგრამ ტურინულ გრანდში გრძნობენ, რომ ფრანგ სუპერვარსკვლავს "ბიანკონერიში" დაბრუნება უნდა.

"იუვენტუსი" უახლოეს დღეებში პირდაპირ 29 წლის ფეხბურთელის აგენტებს დაუკავშირდება და ტრანსფერის შესაძლო ვარიანტებს განიხილავს. იქამდე კი თავად პოლი იფიქრებს, თუ რა ნაბიჯის გადადგმა იქნება მისთვის უკეთესი.

აღსანიშნავია, რომ პოგბას "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა ზაფხულში ეწურება.

მიმდინარე სეზონში "ეშმაკუნების" ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად 27 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.