ავტორიზაცია

VIDEO: ვიეირამ მოედანზე შევარდნილ ევერტონის ფანს, რომელმაც შუა თითი უჩვენა, დაარტყა და ძირს დააგდო

თარიღი 20 მაი 2022, 13:37

"კრისტალ პალასის" მთავარმა მწვრთნელმა, პატრიკ ვიეირამ "ევერტონის" ფანი, რომელიც მოედანზე შევარდა და მისი პროვოცირება სცადა, სცემა.

"კანფეტებისა" და "არწივების" (3:2) შეხვედრის შემდეგ, სადაც მასპინძლებმა 0:2-დან იმარჯვეს და პრემიერ ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს, მოედანზე უამრავი გულშემატკივარი შეიჭრა.

"ევერტონის" ერთ-ერთი ფანი გასახდელისკენ მიმავალ 45 წლის ფრანგ სპეციალისტთან მივარდა და შუა თითი უჩვენა.

ამის შემდეგ, ვიეირა შემობრუნდა, გულშემატკივარი ხელით დაიჭირა და ფეხებში დაარტყა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი წაიქცა.

ფრანგმა მწვრთნელმა მომხდარზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა: "ამაზე სათქმელი არაფერი მაქვს".