ავტორიზაცია

"დიდი გამბედაობა გამოიჩინა", - გრილიში 17 წლის ინგლისელ ფეხბურთელზე, რომელმაც აღიარა, რომ გეია

"დიდი გამბედაობა გამოიჩინა", - გრილიში 17 წლის ინგლისელ ფეხბურთელზე, რომელმაც აღიარა, რომ გეია
თარიღი 20 მაი 2022, 14:51

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა ნახევარმცველმა, ჯეკ გრილიშმა "ბლექპულის" ფეხბურთელს, ჯეიკ დენიელსს მხარი დაუჭირა.

მოგეხსენებათ, 17 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია აღიარა.

დენიელსი გახდა პირველი პროფესიონალი ბრიტანელი ფეხბურთელი, ვინც გამოტყდა, რომ გეია.

"ვფიქრობ, დიდი გამბედაობა გამოიჩინა, ამას ვერავინ უარყოფს. უბრალოდ შესანიშნავია, უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი".

"იმედი მაქვს, ეს ყველასათვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან ფეხბურთი ყველასთვისაა", - ციტირებს გრილიშის სიტყვებს Sky Sports-ი.