გადავა თუ არა კაკაბაძე შტუტგარდში? - სანიოლის კომენტარი

გუშინ, პოლონურ პრესაში დაიწერა, რომ ქართველი ფეხბურთელის ოთარ კაკაბაძის შეძენით გერმანული "შტუტგარდი" ინტერესდება.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა გააკეთა.
"მოხარული ვიქნები, თუ კაკაბაძე კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს. ხვიჩა ნაპოლიში, მამარდაშვიი ვალენსიაში - ფეხბურთელები ასეთი დონის ჩემპიონატებში გვჭირდება.
თუმცა მისთვის ყველაზე მთავარი ისაა, რომ სათამაშო დრო ჰქონდეს და ტონუსში იყოს და შემდეგ ჩვენც გამოგვადგეს", - განაცხადა სანიოლმა.