ავტორიზაცია

"პრემიერ ლიგის მოგება უფრო რთულია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის", - გვარდიოლამ მიზეზები განმარტა

"პრემიერ ლიგის მოგება უფრო რთულია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის", - გვარდიოლამ მიზეზები განმარტა
თარიღი 20 მაი 2022, 17:58

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ პრემიერ ლიგის მოგება უფრო რთულია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის.

"პრემიერ ლიგის მოგება უფრო რთულია. ბევრი ტური, ბევრი მატჩი, ბრძოლა ტრავმებთან, სხვადასხვა სიტუაციები", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს BBC Sport-ი.

"ბოლო წლებში ინგლისის ჩემპიონატის ტიტულის დასაკუთრება წარმატებაა. ეს მხოლოდ ერთი თამაში არ არის, როგორც ინგლისის თასზე, აქ სტაბილური გუნდი გჭირდებათ".

"არ ვამბობ, რომ ჩემპიონთა ლიგა მნიშვნელოვანი არ არის. მომავალ კვირაში პარიზში ყოფნას ვისურვებდით. 38 მატჩის შემდეგ გამარჯვებასა და 6-7 მატჩის შემდეგ გამარჯვებას შორის განსხვავება არსებობს. ეს სასიამოვნოა. ახლოს ვართ", - დასძინა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, "სიტი" ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირს 1/2 ფინალური ეტაპიდან გამოეთიშა, ხოლო პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში ბოლო ტურის წინ პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ლივერპულს" ერთი ქულით უსწრებს.