ავტორიზაცია

ატლეტიკოს პრეზიდენტი: "გრიზმანი მსოფლიოს 3-4 საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა, ჩვენთან რჩება"

ატლეტიკოს პრეზიდენტი: "გრიზმანი მსოფლიოს 3-4 საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა, ჩვენთან რჩება"
თარიღი 20 მაი 2022, 20:18

"ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მადრიდულ გრანდს არ დატოვებს.

 მოგეხსენებათ, ფრანგი "ბარსელონას" საკუთრებაა და "როხიბლანკოში" იჯარით ირიცხება.

აქამდე არსებული ინფორმაციით, 31 წლის ფორვარდი შესაძლოა კატალონიურ კლუბში დაბრუნდეს.

თუმცა, "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ განაცხადა, რომ გრიზმანი რჩება.

"ჩემთვის გრიზმანი მსოფლიოს 3-4 საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა", - ციტირებს სერესოს სიტყვებს Marca.

"ატლეტიკოს" ფეხბურთელია, კონტრაქტი აქვს, ამიტომაც რჩება", - დასძინა მადრიდული კლუბის ხელმძღვანელმა.