ავტორიზაცია

ბაიერნი ლევანდოვსკის შემცვლელად ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელს განიხილავს

ბაიერნი ლევანდოვსკის შემცვლელად ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელს განიხილავს
თარიღი 20 მაი 2022, 23:11

"ბაიერნის" ხელმძღვანელობამ რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად შეიძლება ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატოს.

მოგეხსენებათ, 33 წლის პოლონელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მიუნხენის დატოვებას და "ბარსელონაში" გადასვლას აპირებს.

თავის მხრივ, "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობას გამოცდილი ფორვარდის გაშვება არ უნდა, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა კლუბთან კიდევ ერთი წლით აკავშირებს, მაგრამ მის შემცვლელად შესაძლო ვარიანტებს განიხილავს.

ასე და ამგვარად, როგორც გერმანული გამოცემა Spox-ი იტყობინება, მიუნხენელების ინტერესთა სფეროში "ევერტონის" შემტევი, რიშარლისონია მოქცეული. კლუბი ამ უკანასკნელის აგენტებს უკვე დაუკავშირდა.

25 წლის ბრაზილიელის სატრანსფერო ფასი 50 მილიონ ევროდ ფასდება. "კანფეტებთან" მისი ხელშეკრულება 2024 წლამდეა გათვლილი.

2021/22 წლების სეზონში რიშარლისონმა ყველა ტურნირზე ერთად "ევერტონის" რიგებში 33 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.