"კარაგერ, პირი გამოიბანე, სანამ ჩემზე და ევერტონზე ილაპარაკებ", - რიშარლისონმა ლივერპულის ლეგენდას უპასუხა
"ევერტონის" თავდამსხმელი, რიშარლისონი "ლივერპულის" ყოფილი მცველის, ჯეიმი კარაგერის კრიტიკას მწვავედ გამოეხმაურა.
"კარაგერ, პირი გამოიბანე, სანამ ჩემზე და "ევერტონზე" ილაპარაკებ. პატივს არ გცემ", - წერს 25 წლის ბრაზილიელი სოციალურ ქსელში.
მიმდინარე სეზონში რიშარლისონმა ყველა ტურნირზე ერთად "კანფეტების" მაისურით 33 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
სამხრეთამერიკელ თავდამსხმელს ლივერპულურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 50 მილიონ ევროს შეადგენს.
პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში "ევერტონი" 37 მატჩში მოპოვებული 39 ქულით მე-16 ადგილს იკავებს. "კრისტალ პალასის" (3:2) დამარცხების შემდეგ ფრენკ ლამპარდის შეგირდებმა ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნეს.