ავტორიზაცია

ტენ ჰაგი: "სულმოუთქმელად ველოდები რონალდუსთან ერთად მუშაობას"

ტენ ჰაგი: "სულმოუთქმელად ველოდები რონალდუსთან ერთად მუშაობას"
თარიღი 21 მაი 2022, 01:54

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა გუნდის თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუსთან მუშაობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"კრიშტიანუ რონალდუ ნამდვილი გამარჯვებული და ბრწყინვალე ფეხბურთელია. სულმოუთქმელად ველოდები მასთან ერთად მუშაობას", - ციტირებს ბრიტანული მედია ჰოლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს.

მოგეხსენებათ, 52 წლის ტენ ჰაგი 2017 წლიდან ამსტერდამის "აიაქსს" წვრთნიდა. ერიკმა ამ თვეში "ეშმაკუნებთან" 2025 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

37 წლის რონალდუ კი ინგლისურ გრანდში 2021 წლის ზაფხულში დაბრუნდა. მიმდინარე სეზონში კრიშტიანუმ ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება.