ავტორიზაცია

უბრალოდ შემაშფოთებელი ციფრები - მბაპეს ახალი კონტრაქტის დეტალები ცნობილია! საით მიექანება ფეხბურთი?

უბრალოდ შემაშფოთებელი ციფრები - მბაპეს ახალი კონტრაქტის დეტალები ცნობილია! საით მიექანება ფეხბურთი?
თარიღი 21 მაი 2022, 21:39

ცნობილი გახდა კილიან მბაპეს „პსჟ-სთან“ გაფორმებული კონტრაქტის დეტალები.

როგორც საფრანგეთში მომუშავე ესპანელი ჟურნალისტი ანდი ონრუბია „ტვიტერზე“ წერს, ფრანგმა შემდეგ პირობებს მოაწერა ხელი:

მბაპე „პარიზთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რაშიც 300 მილიონს აიღებს ბონუსის სახით, მისი წლიური ხელფასი კი გადასახადების გადახდის შემდეგ 50 მილიონი იქნება წელიწადში.

ამრიგად, კილიან მბაპე მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

გარდა ამისა, ფრანგი ფეხბურთელი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „პსჟ-ს“ სტრუქტურულ ცვლილებებში. მაგალითად, მისი აზრი გათვალისწინებული იქნება როგორც სპორტული დირექტორის, ისე მთავარი მწვრთნელის დანიშვნისას.