ავტორიზაცია

"რეალს ბავშვობიდან ვქომაგობ", - რა მესიჯი მისწერა მბაპემ ფლორენტინო პერესს დღეს დილით?

"რეალს ბავშვობიდან ვქომაგობ", - რა მესიჯი მისწერა მბაპემ ფლორენტინო პერესს დღეს დილით?
თარიღი 21 მაი 2022, 21:46

ცნობილი გახდა შეტყობინება, რომელიც კილიან მბაპემ ფლორენტინო პერესს პირადად მისწერა, მას შემდეგ, რაც „პსჟ-სთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა.

დეტალებს El Chiringuito TV-ს ჟურნალისტი ხოსეფ პედრელოლი იტყობინება, რომელიც „რეალის“ პრეზიდენტთან ძალიან მეგობრულ ურთიერთობაშია.

„გატყობინებთ, რომ „პსჟ-ში“ დარჩენა გადავწყვიტე. მადლობა, რომ მომეცით საშუალება, მქონოდა შანსი მეთამაშა „რეალ მადრიდში“. გუნდში, რომელსაც ბავშვობიდან ვქომაგობ.

იმედია, გაიგებთ ჩემს გადაწყვეტილებას. წარმატებები ჩემპიონთა ლიგის ფინალში.“ - სწორედ ასეთი შეტყობინება მიიღო ფლირენტინო პერესმა ფრანგი ფეხბურთელისგან.

როგორც ცნობილია, მბაპე „პსჟ-სთან“ კონტრაქტს სამი წლით გაახანგრძლივებს. არადა, რამდენიმე დღის წინ მან პერესს „რეალში" გადასვლაზე თანხმობა პირადად განუცხადა.