ავტორიზაცია

ლუკა მოდრიჩი მზად იყო, მბაპესთვის რეალში 10-ნომრიანი მაისური დაეთმო

ლუკა მოდრიჩი მზად იყო, მბაპესთვის რეალში 10-ნომრიანი მაისური დაეთმო
თარიღი 21 მაი 2022, 21:50

Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალში“ გადასვლის შემთხვევაში, კილიან მბაპე იმავე ნომერს მოირგებდა, რასაც საფრანგეთის ნაკრებში ატარებს.

როგორც ესპანური პრესა იტყობინება, „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი მზად იყო, მბაპესთვის გუნდში გადმოსვლის შემთხვევაში მისი 10-ნომრიანი მაისური დაეთმო.

ამის შესახებ ხორვატმა ფრანგს პირადად შეატყობინა. თუმცა, საბოლოოდ როგორც აღმოჩნდა, ამის გაკეთება ლუკას აღარ მოუწევს, რადგან მბაპემ თავის როგორც თავად ამბობს ბავშვურ ოცნებას პარიზული ციხესიმაგრე და 300-მილიონიანი ბონუსი ამჯობინა.

დღეს, „პსჟ“ მბაპეს ახალ კონტრაქტსო ფიციალურად დაადასტურებს.