ავტორიზაცია

მბაპემ ახალ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა, პსჟ ოფიციალურ განცხადებას ამზადებს — ფაბრიციო რომანო

მბაპემ ახალ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა, პსჟ ოფიციალურ განცხადებას ამზადებს — ფაბრიციო რომანო
თარიღი 21 მაი 2022, 22:41

"პარი სენ ჟერმენმა" და გუნდის თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ახალი კონტრაქტის ყველა დეტალი მოაგვარეს.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, 23 წლის ფრანგმა სუპერვარსკვლავმა დოკუმენტებს ხელი უკვე მოაწერა.

ახლა კი, არსებული ინფორმაციით, პარიზელები ოფიციალურ განცხადებას ამზადებენ.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ მბაპე "პსჟ"-სთან ამ ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის 3 წლით გახანგრძლივებას დათანხმდა და ამისათვის სოლიდურ თანხასაც მიიღებს.

ამრიგად, ყველაზე დრამატული და მოვლენებიანი სატრანსფერო საგა პარიზელთა გამარჯვებით დასრულდა.