"მოლაპარაკებები მიმდინარეობს", - ხავი ბარსელონაში ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ "ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერზე განცხადება გააკეთა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბლაუგრანამ" "რეკორდმაისტერს" პოლონელი სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ 32 მილიონი ევრო შესთავაზა.
"ლევანდოვსკი ერთ-ერთი ვარიანტია. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მისი კონტრაქტი კიდევ ერთ წელზეა გათვლილი. მარტივი არ იქნება".
"მაგრამ ლაპორტამ მითხრა, რომ შემადგენლობის გაძლიერება შეგვიძლია, თავდაჯერებულები ვართ. გეგმა მოვამზადეთ და ვეცდებით ბოლომდე მივიყვანოთ", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Marca.
2021/22 წლების სეზონში ლევანდოვსკიმ, რომელმაც დაადასტურა, რომ მიუნხენის დატოვება უნდა, ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 50 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.