შესაძლოა, ლა ლიგამ პარი სენ ჟერმენს სასამართლოში უჩივლოს
შესაძლოა, ლა ლიგამ კილიან მბაპეს გამო "პარი სენ ჟერმენს" სასამართლოში უჩივლოს, იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემა COPE.
პარიზელთა თავდამსხმელმა ლიგა 1-ში დარჩენა და თავისუფალი აგენტის სტატუსით "რეალში" გადასვლაზე უარის თქმა გადაწყვიტა.
ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი მზადაა "პსჟ"-სა და კილიანს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რაც მისი აზრით, ფინანსური ფეირ პლეის დარღვევას გამოიწვევს, უეფასა და სასამართლოს მიმართოს.
ამჟამად ტებასი და ლა ლიგა 23 წლის ფრანგის ოფიციალურ გადაწყვეტილებას ელოდებიან, რათა გაიგონ, საჭიროა თუ არა იურიდიული ნაბიჯების გადადგმა.
ტებასის პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ კლუბს, რომელმაც გასულ სეზონში 300 მილიონი ევროთი იზარალა, ყველა შესაძლო შეზღუდვის გვერდის ავლით, ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაში უზარმაზარ ფულს ვერ დახარჯავს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "პსჟ" მბაპეს კონტრაქტის გაფორმებისთვის 300-მილიონიან ბონუსსა და წლიური ხელფასის სახით 100 მილიონს ჰპირდება.