არაამქვეყნიური ბონუსი, ზღაპრული ხელფასი — პსჟ-მ მბაპესთან კონტრაქტის გახანგრძლივება დაადასტურა!
"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ პარიზში დარჩენა გადაწყვიტა და კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ასე და ამგვარად, 23 წლის სუპერვარსკვლავი, რომელსაც ხელშეკრულების ვადა ამა წლის 30 ივნისს ეწურებოდა, საფრანგეთის დედაქალაქში 2025 წლამდე ითამაშებს.
ახალი კონტრაქტის გაფორმებისთვის მბაპე ბონუსის სახით 300 მილიონ ევროს მიიღებს, მისი წლიური ანაზღაურება კი 50 მილიონი იქნება.
მოგეხსენებათ, კილიანი "პსჟ"-ს ღირსებას 2018 წლიდან იცავს, სადაც "მონაკოდან" 180 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა.
2021/22 წლების სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და 26 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.