ავტორიზაცია

"ეს ყველაფერი აღმაშფოთებელია", - ლა ლიგამ მბაპეს გამო პსჟ-ს უეფაში უჩივლა

"ეს ყველაფერი აღმაშფოთებელია", - ლა ლიგამ მბაპეს გამო პსჟ-ს უეფაში უჩივლა
თარიღი 21 May 2022, 23:31

ლა ლიგის ხელმძღვანელობამ თავდამსხმელ კილიან მბაპესთან კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის "პსჟ"-ს უეფაში უჩივლა.

"ლა ლიგას სურს განაცხადოს, მსგავსი შეთანხმება საფრთხის ქვეშ აყენებს ევროპული ფეხბურთის ეკონომიკურ სტაბილურობას, ასობით ათასი სამუშაო ადგილის არსებობას, ტურნირების მთლიანობას - არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ შიდა ტურნირებსაც".

"აღმაშფოთებელია, რომ ისეთ კლუბს, როგორიც "პსჟ"-ა, რომელმაც გასულ სეზონში 220 მლნ ევროზე მეტით იზარალა, მანამდე კი დანაკარგი 700 მილიონს აღემატებოდა (თანაც შემოსავალს საეჭვო სპონსორობით აფიქსირებდა), ფეხბურთელებს დაახლოებით 650 მილიონი გადაუხადა, ასეთი ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია, ხოლო იმ კლუბებს, რომელთაც ასეთი ფეხბურთელის დამატება თავისი სახელფასო ფონდისთვის ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე შეეძლოთ, ამის შესაძლებლობა არ აქვთ".

"ლა ლიგა "პსჟ"-ს წინააღმდეგ საჩივარს შეიტანს უეფაში, საფრანგეთის ადმინისტრაციურ და საგადასახადო ორგანოებში და ევროკავშირის ორგანოებში, რათა შემდგომშიც დაიცვას ევროპული ფეხბურთის ეკოსისტემა და მისი მდგრადობა".

"წარსულში ლა ლიგამ "პსჟ"-ს წინააღმდეგ ფინანსური ფეირ პლეის წესების შეუსრულებლობისათვის საჩივრები უკვე შეიტანა და დაუკმაყოფილდა კიდეც. უეფამ კლუბს სანქციები დაუწესა, სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ კი ეს სანქციები გააუქმა, უცნაური გადაწყვეტილება მიიღო".

"ლა ლიგას და ბევრ სხვა ევროპულ საფეხბურთო ორგანოს იმედი ჰქონდა, "პსჟ"-ს პრეზიდენტი, ნასერ ალ ხელაიფი, აწ უკვე უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ევროპული კლუბების ასოციაციის ხელმძღვანელი, მომავალში მსგავსი პრაქტიკისგან თავს შეიკავებდა და გააცნობიერებდა, რომ ეს ძალიან საზიანოა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. "პსჟ"-ში ინვესტიციების ჩადება მიზანშეუწონელი უნდა იყოს, რადგან მათი სახელფასო ჭერის სიმაღლე მიუღებელია და ბოლო წლებში კოლოსალური ფინანსური ზარალი ნახა. უეფას წესსა და საფრანგეთში მოქმედი ეკონომიკური კონტროლის წესს არღვევს".

"ასეთი საქციელი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ სახელმწიფო კლუბები პატივს არ სცემენ და არ სურთ პატივი სცენ ისეთ მნიშვნელოვან სფეროს, როგორიც ფეხბურთია. ეს წესები კი ასობით ათასი სამუშაოს დასაცავადაა საჭირო".

"პსჟ"-ს პრეზიდენტი ასეთი საქციელი ევროპულ ფეხბურთს ევროპის სუპერლიგის შექმნის დონის საფრთხის ქვეშ აყენებს", - წერია განცხადებაში.