ავტორიზაცია

მბაპემ პსჟ-სთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე პირველი განცხადება გააკეთა

მბაპემ პსჟ-სთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე პირველი განცხადება გააკეთა
თარიღი 21 მაი 2022, 23:40

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, 23 წლის სუპერვარსკვლავი საფრანგეთის დედაქალაქში 2025 წლამდე დარჩება.

"მინდა გამოვაცხადო, "პარი სენ ჟერმენთან" ხელშეკრულების გახანგრძლივება გადავწყვიტე და რა თქმა უნდა, ამით ძალიან გახარებული ვარ. დარწმუნებული ვარ, აქ ზრდას გავაგრძელებ, კლუბში, რომელიც უმაღლეს დონეზე ასპარეზობისთვის ყველა შესაძლებლობას იძლევა".

"აგრეთვე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია გავაგრძელო განვითარება საფრანგეთში, ქვეყანაში, სადაც დავიბადე, გავიზარდე და ჩამოვყალიბდი".

"მინდა, პრეზიდენტ ნასერ ალ ხელაიფის მისი ნდობისთვის, გაგებისა და მოთმინებისთვის მადლობა გადავუხადო. ასევე ვფიქრობ "პსჟ"-ს ყველა გულშემატკივარზე საფრანგეთსა და მთელ მსოფლიოში, მათი მხრიდან სიყვარულის უთვალავ გამოხატვაზე, განსაკუთრებით ბოლო თვეებში. ყველაზე წარმოუდგენელ გამოწვევებს ერთად, ერთიანები და ამბიციურები შევხვდებით", - ციტირებს მბაპეს სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.