ლეონარდო პსჟ-ს დატოვებს, მბაპემ კლუბს მისი შემცვლელი ურჩია — ESPN
"პარი სენ ჟერმენს" ახალი სპორტული დირექტორი ეყოლება, იტყობინება ავტორიტეტული გამოცემა ESPN-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, ლეონარდო დაკავებულ თანამდებობას დატოვებს. მის ადგილზე დანიშვნის მთავარი კანდიდატი ლუიშ კამპუშია, რომელიც ამჟამად "სელტაში" სტრატეგიული მრჩევლის პოსტსზე მუშაობს, იქამდე კი "ლილის" სპორტული დირექტორი გახლდათ.
როგორც აღინიშნება, პორტუგალიელი სპეციალისტის კანდიდატურა კლუბს მოლაპარაკებების მიმდინარეობისას კილიან მბაპემ შესთავაზა. კამპუში "მონაკოში" მუშაობდა, როცა მბაპე ამ გუნდის ღირსებას იცავდა.
ცნობისთვის, ლეონარდო "პსჟ"-ს სპორტული დირექტორის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა.
მოგეხსენებათ, მბაპემ დღეს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი ოფიციალურად გაახანგრძლივა - კილიანი საფრანგეთის დედაქალაქში 2025 წლამდე დარჩება.