ავტორიზაცია

3 ფეხბურთელი, რომელთა ტრანსფერზეც ბარსა ზაფხულში ყველა წინადადებას განიხილავს

3 ფეხბურთელი, რომელთა ტრანსფერზეც ბარსა ზაფხულში ყველა წინადადებას განიხილავს
თარიღი 22 May 2022, 00:13

"ბარსელონა" მზად არის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ფრენკი დე იონგი, მემფის დეპაი და სერჟინიო დესტი გაყიდოს.

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი ავრცელებს.

როგორც იწერება, ფინანსური პრობლემების გამო, კატალონიური გრანდი ზემოთნახსენები ფეხბურთელების თაობაზე ყველა წინადადებას განიხილავს.

არსებული ცნობით, "ბარსამ" ამ მოთამაშეების გაშვებით შესაძლოა დაახლოებით 140 მილიონი ევრო გამოიმუშავოს.

დე იონგს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2026 წლამდე აკავშირებს, დეპაის 2023 წლამდე, ხოლო დესტს - 2025 წლამდე.