ავტორიზაცია

როდის და როგორ აცნობა მბაპემ პერესს თავისი გადაწყვეტილების შესახებ?

როდის და როგორ აცნობა მბაპემ პერესს თავისი გადაწყვეტილების შესახებ?
თარიღი 22 May 2022, 00:26

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ "რეალის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ პირადად ამცნო.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, 23 წლის სუპერვარსკვლავმა "სამეფო კლუბის" პრეზიდენტს დღეს, შუადღით დაურეკა.

მოგეხსენებათ, კილიანმა პარიზელებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და საფრანგეთის დედაქალაქში 2025 წლამდე დარჩება.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონს "პსჟ"-სთან" ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურებოდა.

ახალი კონტრაქტის გაფორმებისთვის მბაპე ბონუსის სახით 300 მილიონ ევროს მიიღებს, მისი წლიური ანაზღაურება კი 50 მილიონი იქნება.

ახალგაზრდა ფრანგი "პსჟ"-ს ღირსებას 2018 წლიდან იცავს, სადაც "მონაკოდან" 180 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა.