ავტორიზაცია

გვარდიოლა: "ახლოს ვართ იმასთან, რაც ფერგიუსონმა მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად შეძლო"

გვარდიოლა: "ახლოს ვართ იმასთან, რაც ფერგიუსონმა მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად შეძლო"
თარიღი 22 მაი 2022, 11:45

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ თავისი გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედს" შეადარა.

"როცა მოვედი, ხალხი ამბობდა, რომ პრემიერ ლიგა ძალიან რთულია, ყველაზე რთული ლიგა მსოფლიოში. სხვადასხვა კლუბები გახდნენ ჩემპიონები და მხოლოდ სერ ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეძლო ჩემპიონატის ბევრჯერ მოგება".

"როცა ჩემპიონები გავხდით, გავაცნობიერეთ მათი მიღწევების მასშტაბი, მაგრამ ახლა თავად ვართ ამასთან ახლოს. ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ".

"ჩემს პირველ სეზონში ტიტული ვერ დავისაკუთრეთ, მაგრამ მას შემდეგ ბევრი ვიმუშავეთ. რა თქმა უნდა, კარგია ისეთ მდგომარეობაში ყოფნა, როგორშიც ჩვენ ვართ. კარგი იქნებოდა კიდევ ერთხელ გამარჯვება, მაგრამ ამჟამინდელ მდგომარეობაში იმის წყალობით ვართ, რაც წარსულში გავაკეთეთ", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Daily Mail-ი.

შეგახსენებთ, გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" 2016 წლიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით "ქალაქელები" ინგლისის ჩემპიონები 3-ჯერ გახდნენ.