ავტორიზაცია

ტუხელი: "ჩელსის ამ ორ კლუბთან ბრძოლა იმ შემთხვევაშიც ძალიან გაუჭირდება, თუ შემადგენლობას შეინარჩუნებს"

ტუხელი: "ჩელსის ამ ორ კლუბთან ბრძოლა იმ შემთხვევაშიც ძალიან გაუჭირდება, თუ შემადგენლობას შეინარჩუნებს"
თარიღი 22 მაი 2022, 12:20

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლის შესახებ ისაუბრა.

"მომავალ სეზონში ძალიან რთული იქნება, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემადგენლობას შევინარჩუნებთ და 1-2 ძლიერი ფეხბურთელის დამატების შესაძლებლობა გვექნება, მაინც რთული იქნება, ძალიან რთული. კიდე არ ვართ დარწმუნებულები იმაში, შევძლებთ თუ არა მომავალი სეზონის დაწყებას ამავე შემადგენლობით".

"მანჩესტერ სიტიმ" და "ლივერპულმა" გამორჩეული სეზონი ჩაატარეს და ამაზე საკუთარი თავის მოტყუება არ მინდა".

"შეტევაში ჩვენი მაჩვენებლები არ გვაძლევს საშუალებას იმაზე მაღლა ავხტეთ, სადაც ვიმყოფებით და თუ მათთან მიახლოება გვსურს, მაშინ სწორედ საკუთარ თავს უნდა ვაჯობოთ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვადანაშაულებ ვინმეს".

"თუ ამჟამინდელ გუნდს შევინარჩუნებთ, პრობლემების მოგვარებას ვეცდებით და ბევრი განსხვავებული ვარიანტი არსებობს", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Daily Mail-ი.