ავტორიზაცია

გვარდიოლამ კრიტიკოსებს უპასუხა და მანჩესტერ სიტიში ჰოლანდის პერსპექტივები შეაფასა

გვარდიოლამ კრიტიკოსებს უპასუხა და მანჩესტერ სიტიში ჰოლანდის პერსპექტივები შეაფასა
თარიღი 22 მაი 2022, 12:53

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ გუნდის რიგებში თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის პერსპექტივები შეაფასა.

"ქალაქელთა" დამრიგებელმა "დორტმუნდის" აწ უკვე ყოფილი ფორვარდის შესახებ ისაუბრა.

"როგორც ამბობენ, ჩვენს თამაშს ვერ მოერგება, მაგრამ მინდა, ამ ადამიანებს ვკითხო: "და როგორ ვითამაშებთ?" სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ".

"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, იმდენს გაიტანს, რამდენიც გააქვს, რადგან კარგი ფეხბურთელია. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ახალ ქვეყანაში მოდის, ადაპტაციის გავლა მოუწევს. თუ ამ პროცესს კვირები დასჭირდება, შესანიშნავი იქნება. თუ თვეები - ესეც შესანიშნავი იქნება. მრავალი წლით გადმოვიდა ჩვენთან, ამის იმედი მაქვს".

"თუ ადაპტაციისთვის მეტი დრო დასჭირდება, მიიღებს. მის დახმარებას ვეცდებით და დარწმუნებული ვარ, თავად ჩვენს დახმარებას ეცდება. ამაში ეჭვი არ მეპარება", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Daily Mail-ი.